პროექტი





წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!
(რამ გადაგვაწყვეტინა დიმიტრი ყიფიანზე პროექტის დაწერა?)
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ალბათ კიდევ ერთ ზამთარს გადაიტანს გაუსაძლის მდგომარეობაში, ეს გაბზარული და დანგრეული კედლები რამდენად გაუძლებს აქაურ სუსხიან დღეებს, მომავალი გვიჩვენებს

ბევრმა შესაძლოა არც კი იცის, რომ სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, რომელშიც წმინდა დიმიტრი ყიფიანმა  მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ წლების განმავლობაში  მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, დღეს დანგრევის პირასაა. ქართველი კლასიკოსი მწერლების არაერთი ლექსი თუ ნაწარმოები დაწერილა ამ სახლში.

1893 წლის ზამთარში, დეკემბრის ბოლოს, ქვიშხეთს დიდი ილია ესტუმრა. სტუმრობის მიზანი ერთ კონკრეტულ ფაქტს შეეხებოდა - იგი ლუარსაბ ყიფიანის ქალის ქორწილში მიიწვიეს. "იქ მყოფთაგან მის მოძრაობას ყველა აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს" (ი.ლოლაშვილი)
ქვიშხეთში ილიას იმდროინდელი მოწინავე საზოგადოების მთელი ამალა ახლდა თან.

ვახტანგ ჭელიძე წერს: "შუა ქორწილში წამოდგა თურმე ილია, ამალა გაიყოლა თან და დიმიტრი ყიფიანის სახლისაკენ გასწია.
ყიფიანების მშვენიერმა მამულმა სასიამოვნო გრძნობები აღუძრა თურმე. ამ კუთხის სილამაზის შესახებ ადრევე იცოდა ილიამ. ჯერ კიდევ 1885 წლის 28 აგვისტოს სწერდა იგი დიმიტრი ყიფიანს: "მე შევიტყვე დიდს მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს მანდ, ბორჯომის მიჯნაზე თქვენი მამულის ყიდვა ძალიან მოუწადინებია".

წმინდანად შერაცხული მამის ხელშენახები ნივთები, რაც ისტორიას შემორჩა, ამ სახლშია განთავსებული.

"კარიბჭე" მუზეუმში არსებულ პრობლემებზე რამენიმე წლის წინ წერდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ უცვლელია - ამის შესახებ "ხაშური ნიუსი" გვამცნობს.


რჩება შთაბეჭდილება, თითქოს აქ ყოველივეს ყველამ ზურგი აქცია და დღემდე არავის მოუცლია, ალბათ სხვა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და მუზეუმის არსებობა არარსებობის საკითხი მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ, მცირე ჯგუფს თუ ადარდებს. წლის დასაწყისში სახლ-მუზეუმს ვესტუმრე სადაც ჩვენთან საუბარში მუზეუმის თანამშრომელმა გივი გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ახალი ხელისუფლების პირობებში მუზეუმი პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა.

ამ სახლში დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე ყიფიანი მეუღლესთან ერთად და  უფროსი ვაჟის ქალიშვილები. შემდეგ ქალიშვილები გადავიდნენ ცოტა მოშორებით. აქ კი კოტეს ოჯახი დარჩა. კოტე 1921 წელს გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე ნინო ყიფიანი, რომელიც 1937 წლამდე ცხოვრობდა.  კომუნისტური წყობის დროს ფაქტობრივად ართმევდნენ ამ სახლს  და ჯერ სკოლა გაიხსნა, შემდეგ ბაღი, ეს სახლი, რომ არ განადგურებულიყო და დაკარგულიყო, დიმიტრის რძალმა - ნინო ყიფიანმა - გადასცა მწერალთა კავშირს 1923 წელს. შემდეგ მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მხოლოდ მწერლებს ეკუთვნოდათ. მწერალთა კავშირმა ეს სახლი ფაქტობრივად გადააკეთა დასასვენებელ სახლად, დაიტიხრა და დაახლოებით 35-მდე ოთახი გაკეთდა.   ბევრი მემორიალური ნივთი მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო დაიკარგა და განადგურდა.


 ჩამონგრეულია ჭერი, საშინელი ნესტია მუზეუმში. დიმიტრი ყიფინის სახლ-მუზეუმი ხაშურის სამუზეუმოგაერთიანებას ეკუთვნის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუზეუმისსარესტავრაციო სამუშაოები 2013 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ რამდენიმე განცხადებაცგაკეთდა სხვადასხვა ტელევიზიის თუ პრესის საშუალებით, თუმცა აქ რესტავრაცია ჯერ არავის გაუკეთებია.აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის, ვინაიდან დღესკულტურული კრიზისია ჩვენს საზოგადოებაში, მუზეუმთა მწირი დაფინანსება კი არ აძლევს საშუალებასმუზეუმის მუშაკებს ააღორძინონ სამუზეუმო საქმე.

იმედია დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი კიდევ ერთ ზამთარს გადაიტანსმანამდე კი კვლავ იმედი ვიქონიოთ,რომ რაიმე შეიცვლება და უდიდესი საყვედური გამოვთქვათ იმ ორგანოების მიმართვისაც შეუძლია მისირესტავრაცია და სხვადასხვა გარემოებათა გამო აფერხებს ამ მადლიან და მნიშვნელოვან საქმეს.

1 комментарий:

  1. როგორ ახერხებ ამდენ მუშაობას? საინტერესი პროექტები გააქვს.

    ОтветитьУдалить